Monday, July 5, 2021

მეშვიდე სამუშაო შეხვედრა



    კლუბის მეშვიდე სამუშაო შეხვედრა შედგა . სამ ივნისს. აღნიშნული შეხვედრის თემა და მიზანი იყო ზმნასთან დაკავშირებული მართლწერის საკითხების გახსენება-შესწავლა. 

  მე-8 კლასის მოსწავლეებმა - ანა ალავერდაშვილმა, ნიკოლოზ ბეიტრიშვილმა და ანი ჟამურელმა - დაამუშავეს ეს თემა და კლუბის დანარჩენ წევრებს წარუდგინეს პრეზენტაციები. მათ იმსჯელეს ზმნის ცაკლეული კატეგორიების მართლწერის საკითხებზე, განიხილეს სწორი და არასწორი ფორმები.

      იხილეთ მოსწავლეთა მიერ შესრულებული პრეზენტაციები:

1. ანი ჟამურელი



2. ანა ალავერდაშვილი



ფოტო მასალა






მეექვსე სამუშაო შეხვედრა



    

 კლუბის მეექვსე სამუშაო შეხვედრა ჩატარდა 18 მაისს. შეხვედრაზე ეკა ბუთხუზმა კლუბის წევრებს გააცნო ნაცვალსახელის მართლწერასთან დაკავშირებული საკითხები. მოსწავლეებმა დეტალურად განიხილეს პრეზენტაციაში წარმოდგენილი რამდენიმე წესი. ისაუბრეს იმ შეცდომებზე, რომლებსაც ყველაზე ხშირად უშვებენ მეტყველებისა თუ წერის დროს.

Friday, May 7, 2021

მეხუთე სამუშაო შეხვედრა




კლუბის მეხუთე სამუშაო შეხვედრა ჩატარდა 20 აპრილს. შეხვედრაზე მე-7 კლასის მოსწავლეებმა კლუბის წევრებს გააცნეს რიცხვითი სახელის მართლწერასთან დაკავშირებული საკითხები. მოსწავლეებმა დეტალურად განიხილეს პრეზენტაციებში წარმოდგენილი რამდენიმე წესი.

ეკატერინე დალაქიშვილი






თათია დალაქიშვილი




მარიამ დალაქიშვილი





\

Wednesday, March 31, 2021

მეოთხე სამუშაო შეხვედრა

  მეოთხე სამუშაო შეხვედრა

    კლუბის მეოთხე სამუშაო შეხვედრა შედგა 31 მარტს. აღნიშნული შეხვედრის თემა და მიზანი იყო ზედსართავ სახელთან დაკავშირებული მართლწერის საკითხების გახსენება-შესწავლა. 

  მე-9 კლასის მოსწავლეებმა დაამუშავეს ეს თემა და კლუბის დანარჩენ წევრებს წარუდგინეს პრეზენტაციები. მათ იმსჯელეს ცაკლეული სიტყვის სწორი ფორმის შესახებ და შეასრულეს პრაქტიკული სავარჯიშო.

     იხილეთ მოსწავლეთა მიერ შესრულებული პრეზენტაციები:

1. თამთა გვრიტიშვილი

 

2. ლაშა ილურიძე 


3. ალექსანრე პატრაკაციშვილი



4. გიორგი დალაქიშვილი



5. მარიამ ბალხამიშვილი




6. ნუციკო ბაბლიშვილი


პირველი სამუშაო შეხვედრა

    პირველი სამუშაო შეხვედრა

    კლუბის პირველი სამუშაო შეხვედრა ჩატარდა 17 თებერვალს. 

 17 თებერვალს ჩატარებულ შეხვედრებზე განვიხილეთ ეფექტური მუშაობისათვის აუცილებელი საკითხები. მოსწავლეებს გავაცანი კლუბის დებულება, წესდება; განვსაზღვრეთ მიზნები და სამუშაო გეგმა. განვუმარტე, თუ როგორი უნდა იყოს ლოზუნგი, ლოგო/ემბლემა.




კლუბის ლოზუნგის, ემბლემისა/ლოგოს შესაქმნელად გამოვყავით ერთი სამუშაო კვირა

მესამე სამუშაო შეხვედრა (არსებითი სახელის მართლწერა)

      მესამე სამუშაო შეხვედრა (არსებითი სახელის მართლწერა)

კლუბის ,,ენის ლაბორატორიის" წევრთა მეორე სამუშაო შეხვედრა შედგა 11 მარტს. შეხვედრის მიზანი იყო არსებითი სახელის მართლწერის საკითხების განხილვა.

     მოსწავლეებმა გაიხსენეს არსებითი სახელის ჯგუფები, რიცხვი, ბრუნება და მათთან დაკავშირებული მართლწერის საკითხები:

1. ბრუნებისას ორი ბგერის თავმოყრასთან დაკავშირებული საკითხები;

2. სახელთა კუმშვასა და კვეცასთან დაკავშირებული საკითხები;

3. საკუთარ სახელთა მართლწერასთან დაკავშირებული საკითხები.

     კლუბის წევრებს წარვუდგინე power point-ისა და canva.com- ის დახმარებით გაკეთებული რესურსები. ვისაუბრეთ აღნიშნული ინსტრუმენტების ეფექტიანობის შესახებ და დავსახეთ მომდევნო შეხვედრის მიზნები. 


1. ბრუნებისას ორი ბგერის თავმოყრასთან დაკავშირებული საკითხები


2. სახელთა კუმშვასა და კვეცასთან დაკავშირებული საკითხები




3. საკუთარ სახელთა მართლწერასთან დაკავშირებული საკითხები.


Monday, February 22, 2021

მეორე სამუშაო შეხვედრა

 

    მეორე სამუშაო შეხვედრა

    კლუბის მეორე სამუშაო შეხვედრა ჩატარდა 25 თებერვალს. 

   კლუბის ლოზუნგის, ემბლემისა/ლოგოს შესაქმნელად გამოვყავით ერთი სამუშაო კვირა. სწორედ მომდევნო კვირას (25 თებერვალს) წარმოადგინეს  მოსწავლეებმა ოთხი ნამუშევარი:

1. მე-8 და მე-9 კლასელთა ერთობლივი ნამუშევარი.


2. ეკატერინე დალაქიშვილი (მე-7 კლასი)



3. ლუკა გვრიტიშვილი (მე-7 კლასი)



4. თათია დალაქიშვილი (მე-7 კლასი)



     კლუბის წევრებმა წარადგინეს თავიანთი ნამუშევრები, განმარტეს ლოგოს იდეა, ისაუბრეს რა სიმბოლური დატვირთვა აქვს თითოეულ დეტალსა თუ გამოსახულებას. 
      ფარული კენჭისყრის შედეგად კლუბის ლოგოდ აირჩიეს ეკატერინე დალაქიშვილის მიერ შექმნილი დიზაინი. ლურჯ ფონზე გამოსახული მთა და ნათურა, ფუძით ზემოთ მიმართული სამკუთხედი, მოსწავლეთა აზრით, ყველაზე უკეთ გამოხატავს ჩვენი კლუბის შექმნის კონცეფციას. ,,მთა ჩვენ მიერ გასავლელ გზაზე მიგვანიშნებს; ლურჯი ფერი, თანამედროვე ხელოვნებაში, დიდებასა და პატიოსნებას გამოსახავს; ხოლო ფუძით ზემოთ მიმართული სამკუთხედი სიღრმის სიმბოლოა," - ასე განმარტა ეკატერინე დალაქიშვილმა ლოგოს იდეა. ლოგოს რკალისებური ფორმით ზედა ნაწილზე აქვს წარწერა ,,ენის ლაბორატორია"; ხოლო ქვემოთ წერია მისი სლოგანი - ,,გვმართებს ენის დიდი ვალი, სწორ ქართულად საუბარი!"
        მოსწავლეებმა ლოგოს დიზაინის შესაქმნელად გამოიყენეს შემდეგი ინტერნეტ საიტი - https://www.canva.com/ 
         შეხვედრაზე კლუბის წევრებმა აირჩიეს ლიდერი, მეცხრე კლასის მოსწავლე მარიამ ბალხამიშვილი.

მეშვიდე სამუშაო შეხვედრა

    კლუბის მეშვიდე სამუშაო შეხვედრა შედგა . სამ ივნისს. აღნიშნული შეხვედრის თემა და მიზანი იყო ზმნასთან დაკავშირებული მართლწერის საკითხების ...