მეორე სამუშაო შეხვედრა
კლუბის მეორე სამუშაო შეხვედრა ჩატარდა 25 თებერვალს.
კლუბის ლოზუნგის, ემბლემისა/ლოგოს შესაქმნელად გამოვყავით ერთი სამუშაო კვირა. სწორედ მომდევნო კვირას (25 თებერვალს) წარმოადგინეს მოსწავლეებმა ოთხი ნამუშევარი:
1. მე-8 და მე-9 კლასელთა ერთობლივი ნამუშევარი.
2. ეკატერინე დალაქიშვილი (მე-7 კლასი)
4. თათია დალაქიშვილი (მე-7 კლასი)
კლუბის წევრებმა წარადგინეს თავიანთი ნამუშევრები, განმარტეს ლოგოს იდეა, ისაუბრეს რა სიმბოლური დატვირთვა აქვს თითოეულ დეტალსა თუ გამოსახულებას.
ფარული კენჭისყრის შედეგად კლუბის ლოგოდ აირჩიეს ეკატერინე დალაქიშვილის მიერ შექმნილი დიზაინი. ლურჯ ფონზე გამოსახული მთა და ნათურა, ფუძით ზემოთ მიმართული სამკუთხედი, მოსწავლეთა აზრით, ყველაზე უკეთ გამოხატავს ჩვენი კლუბის შექმნის კონცეფციას. ,,მთა ჩვენ მიერ გასავლელ გზაზე მიგვანიშნებს; ლურჯი ფერი, თანამედროვე ხელოვნებაში, დიდებასა და პატიოსნებას გამოსახავს; ხოლო ფუძით ზემოთ მიმართული სამკუთხედი სიღრმის სიმბოლოა," - ასე განმარტა ეკატერინე დალაქიშვილმა ლოგოს იდეა. ლოგოს რკალისებური ფორმით ზედა ნაწილზე აქვს წარწერა ,,ენის ლაბორატორია"; ხოლო ქვემოთ წერია მისი სლოგანი - ,,გვმართებს ენის დიდი ვალი, სწორ ქართულად საუბარი!"
მოსწავლეებმა ლოგოს დიზაინის შესაქმნელად გამოიყენეს შემდეგი ინტერნეტ საიტი - https://www.canva.com/
შეხვედრაზე კლუბის წევრებმა აირჩიეს ლიდერი, მეცხრე კლასის მოსწავლე მარიამ ბალხამიშვილი.
No comments:
Post a Comment