კლუბის წესდება და დებულება

 

კლუბის წესდება:

ქართული ენისა მოყვარულთა კლუბი ,,ენის ლაბორატორია“ შეიქმნა სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ვაზიანის საჯარო სკოლის  საბაზო საფეხურის კლასების მოსწავლეთა ბაზაზე. კლუბში ნებაყოფლობით გაწევრიანება შეუძლია ქართული ენისა და ლიტერატურის საგნით  დაინტერესებულ  და მოყვარულ ყველა მოსწავლეს. კლუბის მეცადინეობა იმართება ორ კვირაში ერთხელ, 1 აკადემიური საათი (დამატებითი შეხვედრები გაიმართება teams-ში). საკლუბო მუშაობა გრძელდება 2020-2021 სასწავლო წლის დასასრულამდე.

  • კლუბში გაწევრიანება ნებაყოფლობითია.
  •  კლუბის წევრი შეიძლება გახდეს ამავე სკოლის საბაზო საფეხურის ნებისმიერი მოსწავლე, რომელიც იზიარებს კლუბის მიზნებსა და ამოცანებს;
  • კლუბის წევრობის მსურველმა უნდა მიმართოს კლუბს წერილობითი განცხადებით ან ანკეტის შევსებით;
  • კლუბში გაწევრიანებული მოსწავლე უნდა დაესწროს გეგმით გათვალისწინებულ და საჭიროების შემთხვევაში დამატებითი მუშაობისთვის დათქმულ შეხვედრებს;
  • კლუბს ხელმძღვანელობს ამავე სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, რომელიც გამოხატავს ინიციატივას, მზადყოფნას საკლუბო მუშაობის წარმართვისა და წარმოადგენს კლუბში გაწევრიანებისათვის საჭირო განაცხადის ფორმასა და სამუშაო გეგმას;
  • ხელმძღვანელი მიმართულებას აძლევს, წარმართავს და ზრუნავს კლუბის ეფექტურ მუშაობაზე;
  • კლუბის ყველა წევრი თანასწორუფლებიანია;
  • თითოეული წევრის ურთიერთობა ურთიერთპატივისცემაზეა დამყარებული;
  • კლუბის წევრი ვალდებულია დაიცვას კლუბის მუშაობის ძირითადი წესები და პრინციპები.



კლუბის ,,ენის ლაბორატორია“ ზოგადი დებულება:

  • ქართული ენის მოყვარულთა კლუბი ,,ენის ლაბორატორია“ სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ვაზიანის საჯარო სკოლის მასწავლებლის ეკა ბუთხუზის მიერ არის დაფუძნებული.
  • კლუბს აქვს სახელწოდება, სლოგანი და ემბლემა.
  • კლუბის იურიდიული მისამართია სოფელი ვაზიანი.

No comments:

Post a Comment

მეშვიდე სამუშაო შეხვედრა

    კლუბის მეშვიდე სამუშაო შეხვედრა შედგა . სამ ივნისს. აღნიშნული შეხვედრის თემა და მიზანი იყო ზმნასთან დაკავშირებული მართლწერის საკითხების ...