Wednesday, March 31, 2021

მეოთხე სამუშაო შეხვედრა

  მეოთხე სამუშაო შეხვედრა

    კლუბის მეოთხე სამუშაო შეხვედრა შედგა 31 მარტს. აღნიშნული შეხვედრის თემა და მიზანი იყო ზედსართავ სახელთან დაკავშირებული მართლწერის საკითხების გახსენება-შესწავლა. 

  მე-9 კლასის მოსწავლეებმა დაამუშავეს ეს თემა და კლუბის დანარჩენ წევრებს წარუდგინეს პრეზენტაციები. მათ იმსჯელეს ცაკლეული სიტყვის სწორი ფორმის შესახებ და შეასრულეს პრაქტიკული სავარჯიშო.

     იხილეთ მოსწავლეთა მიერ შესრულებული პრეზენტაციები:

1. თამთა გვრიტიშვილი

 

2. ლაშა ილურიძე 


3. ალექსანრე პატრაკაციშვილი



4. გიორგი დალაქიშვილი



5. მარიამ ბალხამიშვილი




6. ნუციკო ბაბლიშვილი


პირველი სამუშაო შეხვედრა

    პირველი სამუშაო შეხვედრა

    კლუბის პირველი სამუშაო შეხვედრა ჩატარდა 17 თებერვალს. 

 17 თებერვალს ჩატარებულ შეხვედრებზე განვიხილეთ ეფექტური მუშაობისათვის აუცილებელი საკითხები. მოსწავლეებს გავაცანი კლუბის დებულება, წესდება; განვსაზღვრეთ მიზნები და სამუშაო გეგმა. განვუმარტე, თუ როგორი უნდა იყოს ლოზუნგი, ლოგო/ემბლემა.




კლუბის ლოზუნგის, ემბლემისა/ლოგოს შესაქმნელად გამოვყავით ერთი სამუშაო კვირა

მესამე სამუშაო შეხვედრა (არსებითი სახელის მართლწერა)

      მესამე სამუშაო შეხვედრა (არსებითი სახელის მართლწერა)

კლუბის ,,ენის ლაბორატორიის" წევრთა მეორე სამუშაო შეხვედრა შედგა 11 მარტს. შეხვედრის მიზანი იყო არსებითი სახელის მართლწერის საკითხების განხილვა.

     მოსწავლეებმა გაიხსენეს არსებითი სახელის ჯგუფები, რიცხვი, ბრუნება და მათთან დაკავშირებული მართლწერის საკითხები:

1. ბრუნებისას ორი ბგერის თავმოყრასთან დაკავშირებული საკითხები;

2. სახელთა კუმშვასა და კვეცასთან დაკავშირებული საკითხები;

3. საკუთარ სახელთა მართლწერასთან დაკავშირებული საკითხები.

     კლუბის წევრებს წარვუდგინე power point-ისა და canva.com- ის დახმარებით გაკეთებული რესურსები. ვისაუბრეთ აღნიშნული ინსტრუმენტების ეფექტიანობის შესახებ და დავსახეთ მომდევნო შეხვედრის მიზნები. 


1. ბრუნებისას ორი ბგერის თავმოყრასთან დაკავშირებული საკითხები


2. სახელთა კუმშვასა და კვეცასთან დაკავშირებული საკითხები




3. საკუთარ სახელთა მართლწერასთან დაკავშირებული საკითხები.


მეშვიდე სამუშაო შეხვედრა

    კლუბის მეშვიდე სამუშაო შეხვედრა შედგა . სამ ივნისს. აღნიშნული შეხვედრის თემა და მიზანი იყო ზმნასთან დაკავშირებული მართლწერის საკითხების ...